აირჩიე ბინა

II ფაზა
III ფაზა

პროექტის უპირატესობები

ხელსაყრელი მდებარეობა

m³ საბურთალო თბილისის ცენტრალურ ნაწილში, გელოვანის გამზირსა და ბაქრაძის ქუჩას შორის მოქცეულ 11.5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვეფხი და მოყმის ძეგლიდან 900 მეტრში, მდებარეობს.

გარეთ სიმწვანეში

უბნის მთავარი მიზიდულობის ადგილი ცენტრალური პარკი იქნება, მის გარშემო მოწყობილი ბულვარითა და ველო ბილიკით. პარკის ტერიტორიაზე განთავსდება სპორტული მოედნები, სარეკრეაციო და გასართობი სივრცეები, საპიკნიკე და „ბარბექიუს“ ზონები.

უბნის ინფრასტრუქტურა

ტერიტორია საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას. განთავსდება რესტორნები, კაფეები, სალონები, მაღაზიები, დახურული საცურაო აუზი, ფიტნესცენტრი, სკოლა და საბავშვო ბაღი, სტუმრის მისაღები და საერთო სამუშაო სივრცეები.

პროექტის შესახებ

უბანი თანამედროვე ადამიანებისთვის

ახალი ინოვაციური უბნის კონცეფციაზე ცნობილმა ამერიკულმა არქიტექტურულმა კომპანია ZGF-მა იმუშავა.

"m³ საბურთალო" გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას გაზარდოთ თქვენი პირადი სივრცე, იცხოვროთ თავისუფალ, მრავალფეროვან და კომფორტულ გარემოში, სადაც ბინას მთელი უბანი მოჰყვება. m³-ის კონცეფცია თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებსა და გემოვნებაზეა მორგებული.

m³-ში დაგხვდებათ გარემო, სადაც თავისუფალ დროს მეზობლებთან ურთიერთობის დამყარება და მეგობრების მიღება სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ამისათვის, იდეალური ადგილები იქნება პარკი, საპიკნიკე და სტუმრების მისაღები სივრცეები, საფეხმავლო თუ ველობილიკები, ღია და დახურული საბავშვო სივრცეები.

იმისათვის, რომ ყოველდღიურად მისდიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, უბანში მოეწყობა სპორტული და გამაჯანსაღებელი ობიექტები ყველა ასაკის ადამიანისთვის.

იმისთვის, რომ თქვენივე უბანში დისტანციურად შეძლოთ მყუდრო და მშვიდ გარემოში საქმიანობა, საერთო სამუშაო სივრცეები საცხოვრებელ კორპუსში განთავსდება. ეს თქვენი ახალი საქმიანი შესაძლებლობების დაგეგმვისა და საინტერესო პროფესიონალების გაცნობის ადგილი გახდება.

სასურველი ბინა

ბინების არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანი გვაქვს და მოიცავს როგორც ახალგაზრდების, სტუდენტებისა თუ ახლად შექმნილი ოჯახების საჭიროებებზე მორგებულ კომპაქტურად დაპროექტებულ ბინებს, ასევე, დიდ ოჯახებზე გათვლილ კომფორტულ და ფართო აპარტამენტებს.

ყველაზე მცირე ზომის, სტუდიოს ტიპის ბინის ფართი 34.39 კვ.მ.-დან იწყება, ხოლო ყველაზე დიდი − 3-საძინებლიანი − 125.16 კვ.მ.-ია, თუმცა ბინების გაერთიანებით შესაძლებელია უფრო დიდი ბინის შეძენაც.

სასურველი დიზაინი

იმისათვის, რომ ბინას თქვენთვის სასურველი დიზაინი ჰქონდეს, დამატებით სერვისებს გთავაზობთ:

ბინა თეთრი კარკასით - მხოლოდ III ფაზაში
მომსახურება ტრენდი - ირჩევთ -ის მიერ შემოთავაზებული ტიხრებისა და ელექტრო მექანიკური გაყვანილობის გეგმარებას.
მომსახურება კომფორტი - დიზაინერის დახმარებით შეგიძლიათ შეცვალოთ ტიხრების, ელექტროობის თუ მექანიკური გაყვანილობის მდებარეობა.

  გარემონტებული ბინა - I, II და III ფაზებში
მომსახურება ტრენდი - ირჩევთ ჩვენი დიზაინერების მიერ შემუშავებული 5 ყველაზე ტრენდული დიზაინის ვერსიიდან ერთ-ერთს და სრულად გარემონტებულ ბინას იბარებთ დათქმულ დროს, მშენებლობის დასრულებისას.
მომსახურება კომფორტი - ისარგებლებთ ჩვენი დიზაინერის ინდივიდუალური მომსახურებით, რომელიც გალერეაში წარმოდგენილი სარემონტო მასალებით შეგიქმნით თქვენი სურვილების შესაბამის დიზაინს.

კონტაქტი

მოგვწერეთ

კითხვა: info@m2.ge

მოსაზრება: feedback@m2.ge

ან აქვე

დაგვირეკეთ

(032) 2 444 111

ან ჩვენ დაგირეკავთ

მოგვყევით